წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 63 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 492 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 05 ნოემბრის №63 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გადატანილ იქნეს კომისიის 2010 წლის 05 ნოემბრის №63 სხდომის დღის წესრიგის მე-9 საკითხი (სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე) კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის დღის წესრიგის პროექტში და დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე) შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა;

2. კომისიის 2010 წლის 05 ნოემბრის №63 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები