წვდომის მენიუ

კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 499 / 5

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ივერია ინტერ-მედიამ” (N6/3598-10, 20.10.2010) და წარმოადგინა შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯია“ შპს „ივერია ინტერ-მედიას“ დროებით სარგებლობაში გადასცემს კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიას 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 27 აგვისტოს 407/5 გადაწყვეტილებით შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ მიეცა თანხმობა კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში  გადაცემაზე  2010 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის შპს “ივერია ინტერ-მედიასთვის” დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირი.

ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერ-მედია“ კომისიის 2010 წლის 27 აგვისტოს 407/5 გადაწყვეტილების საფუძველზე 2010 წლის 30 ნოემბრამდე ფლობს კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიას, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვით (№10/1152-10, 26.10.2010 წ.) კომპანია არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს  შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“ და შპს „ივერია ინტერ-მედიას“ მისცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, კომპანიის კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ დროებით სარგებლობაში გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს „ივერია ინტერ-მედიამ“, კერძო მაუწყებლობის NB13 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება;

3.  სალიცენზიო პირობების და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს შპს „ივერია ინტერ-მედიას“ 2011 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) შპს „ივერია ინტერ-მედიას“ მიერ კერძო მაუწყებლობის №B13 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასა” და შპს „ივერია ინტერ-მედიასათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე).

5.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიასთვის” ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები