წვდომის მენიუ

ი/მ „რამაზ ჩხიკვაძის“ კერძო მაუწყებლობის №B85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 504 / 4

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (7.10.2010 №7/338-10) მიმართა ი/მ ”რამაზ ჩხიკვაძემ” კერძო მაუწყებლობის №B85 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2010 წლის 15 ოქტომბერს №478/23 გადაწყვეტილებით, ი/მ ”რამაზ ჩხიკვაძის” მაუწყებლობის №B85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილებით ი/მ „რამაზ ჩხიკვაძეს“ მიეცა №1351 ლიცენზია საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ქ. ქუთაისში, ხოლო 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განხორციელდა აღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირება და ჩამოყალიბდა როგორც კერძო მაუწყებლობის №B85 ლიცენზია, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო  რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა:  საკაბელო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 16 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა  წარმოადგენს სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2010 წლის 12 ნოემბერს 16.00 საათზე. სხდომას არ დასწრებია ი/მ „რამაზ ჩხიკვაძე“.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ი/მ ”რამაზ ჩხიკვაძის” მაუწყებლობის №B85 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის,  საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლისა და IX თავის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა

1. გაუქმდეს ი/მ „რამაზ ჩხიკვაძის“ №B85 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2003 წლის 16 მაისის №204/1 გადაწყვეტილება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „რამაზ ჩხიკვაძისათვის“ ჩაბარების დღიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ „რამაზ ჩხიკვაძისათვის“ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქციაში გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები