წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 65 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 505 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 19, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის №65 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის №63 სხდომის დღის წესრიგის მე-17 საკითხი (შპს სამაუწყებლო ტელეკომპანია ”კახეთი 1”-ის სანქცირების შესახებ) კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი მტკიცებულებების მოძიებისა და არსებული მტკიცებულებების დადასტურების მიზნით;

2. კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის №65 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე)

3. კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის №65 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები