წვდომის მენიუ

შპს „ნილე ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 511 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ნილე ჯგუფმა” (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. №245619996)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/364-10, 01.11.10) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები  გათვალისწინებულია მოსახლეობის თხევადი გაზით მომარაგების პროცესში თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს “ნილე ჯგუფის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ნილე ჯგუფს“ 153.200 მჰც და 158.250 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „ნილე ჯგუფისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ნილე ჯგუფისთვის“ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნილე ჯგუფისთვის“  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები