წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 67 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 525 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №67 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №67 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა) შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს.მ. გოთოშია);

ბ) შპს ”გიჩა”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია).

2. კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №67 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები