წვდომის მენიუ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 527 / 13

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 30, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ (ს.კ. №203855505) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №7/363-13, 01.11.10) ქ. თბილისში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას  153.150 მჰც, 158.150 მჰც და 413.850 მჰც სიხშირეები (თითოეულის ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისთვის    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები