წვდომის მენიუ

შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 537 / 15

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (03.11.2010 №7/367-10) მიმართა შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-მ ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 009 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით ქ. თბილისში.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს კომისიის 2009 წლის 25-27 ნოემბრის №638/22 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 009 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 27 ნოემბრამდე ქ. თბილისში.

შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ახორციელებს მედიცინის სფეროში მოსახლეობის საინფორმაციო მომსახურებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების სამნიშნა კომბინაციით - 009 (ნული-ნული-ცხრა) სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ნუმერაციის რესურსი 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 27 ნოემბრიდან,  2011 წლის 27 ნოემბრამდე ქ. თბილისში;

2.  შპს ”სამედიცინო სამსახური 009” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 27 ნოემბრიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები