შპს ”გიჩასთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010
მიღების თარიღი ნოემბერი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (27.10.2010 №7/359-10) მიმართა შპს ”გიჩამ” ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0009 ქ. თბილისში და ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 009 ნუმერაციის რესურსის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ქ. თბილისისა, ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს №406/7 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ”გიჩას” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, ქ.ფოთში. კომისიის 2009 წლის 25-27 ნოემბრის №638/22 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს №406/7 გადაწყვეტილებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ”მიენიჭოს შპს ”გიჩას”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 2010 წლის - 21 აგვისტომდე, ქ.ფოთში, 2010 წლის 27 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა და ნუმერაციის რესურსი 0-0-0-9 (ნული-ნული-ნული-ცხრა) ქ.თბილისში 2010 წლის 27 ნოემბრამდე”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გიჩა” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამშენებლო, ტაქსისა და გაზის გამოძახება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი და ა.შ.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”გიჩას” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0009 (ნული-ნული-ნული-ცხრა) და ციფრების სამნიშნა კომბინაციით - 009 (ნული-ნული-ცხრა) სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”გიჩას” ნუმერაციის რესურსები 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა და ნუმერაციის რესურსი 0-0-0-9 (ნული-ნული-ნული-ცხრა) ქ. თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”გიჩას” ნუმერაციის რესურსი - 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 27 ნოემბრიდან, 2011 წლის 27 ნოემბრამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა;
2. მიენიჭოს შპს ”გიჩას” ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-9 (ნული-ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2010 წლის - 27 ნოემბრიდან, 2011 წლის 27 ნოემბრამდე ქ. თბილისში;
2. შპს ”გიჩა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”გიჩას” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”გიჩას” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 27 ნოემბრიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომაე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
