წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის №447/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 541 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი ნოემბერი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”ლა-მაგმა” (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 216453415) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/347-10, 18.10.10)  ქ. რუსთავში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N 447/13  გადაწყვეტილებით შპს ”ლა-მაგს” ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ქ. რუსთავში მიენიჭა 151.975  მჰც  და 160.550 მჰც სიხშირეები. როგორც შპს ”ლა-მაგის” განცხადებაშია აღნიშნული, მინიჭებული სიხშირეები არ შეესაბამება კომპანიის მიერ გამოყენებული აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რაც იწვევს ეთერში მუდმივ ხელშეშლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს ”ლა-მაგი” ითხოვს მისთვის მინიჭებული სიხშირეების შეცვლას.

კომისია აღნიშნავს,რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ლა-მაგისთვის”  მინიჭებული 151.975  მჰც  და 160.550 მჰც სიხშირეების შეცვლა 157.125 მჰც და 163.025 მჰც  სიხშირეებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 24 სექტემბრის N447/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს ”ლა-მაგს” ერთი წლის ვადით 157.125 მჰც და 163.025 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებული საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”

2.   აღირიცხოს შპს  ”ლა-მაგისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს”ლა-მაგისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები