წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 70 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 545 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 03 დეკემბრის №70 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 03 დეკემბრის №70 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ.ყურაშვილი);

2. კომისიის 2010 წლის 03 დეკემბრის №70 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები