წვდომის მენიუ

შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 546 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”გაზეთი 1001 განცხადებამ” კომისიას მიმართა წერილით (№01/270,27.10.10, კომისიაში რეგისტრაციის №7/360-10,28.10.10),  ქ.თბილისში, სტუდიიდან (ძმები კაკაბაძეების ქუჩა №2)  მახათას მთაზე მდებარე შპს ”ჰორიზონტის” ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მიწოდებისთვის, სიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

  კომისია   აღნიშნავს,  რომ  შპს  ”გაზეთი 1001  განცხადება” ფლობს ქ.თბილისში,  კერძო რადიომაუწყებლობის (საერთო რადიომაუწყებლობა)  № B62 ლიცენზიას (ვადა 03.08.2014),  105 მჰც  სიხშირეზე,  500 ვტ სიმძლავრის  რადიოსამაუწყებლო გადამცემის  გამოყენებით.

      შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” ქ.თბილისში, სტუდიიდან (ძმები კაკაბაძეების ქუჩა №2)  მახათას მთაზე მდებარე შპს ”ჰორიზონტის” ანძამდე რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით რადიოსამაუწყებლო სიგნალის ცალმხრივად მიწოდებისთვის, შერჩეულ იქნა   სიხშირე 7747 მჰც ± 14მჰც.

       ზემოაღნიშნული  სიხშირის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ შპს ”გაზეთი 1001 განცხადებამ” კომისიას მიმართა თანხმობის წერილით (№2611/01,25.11.10 შემოსული №7/396-10,25.11.10).   

    სიხშირე 7747 მჰც ± 14მჰც  შპს ”გაზეთი 1001 განცხადებას” ესაჭიროება ქ.თბილისში, სტუდიიდან (ძმები კაკაბაძეების ქუჩა №2)  მახათას მთაზე მდებარე შპს ”ჰორიზონტის” ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის რადიოსარელეო ხაზის მეშვეობით  მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

  ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ  კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”გაზეთი 1001 განცხადებას” სიხშირე 7747 მჰც ± 14მჰც  ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, სტუდიიდან (ძმები კაკაბაძეების ქუჩა №2)  მახათას მთაზე მდებარე შპს ”ჰორიზონტის” ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის №B62 ლიცენზიის    მოქმედების    ვადით ( 03.08.2014);

2. აღირიცხოს შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) 1 თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა  მართვის  დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);           

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის    შპს ”გაზეთი 1001 განცხადებისთვის”  ჩაბარებისთანავე.                                                      

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                               კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                               ი.მოსეშვილი        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები