შპს ”ატრანს-ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 8 იანვრის № 05/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ატრანს-ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით; ს.კ № 215081649) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/403-10, 29.11.10) ქ. ფოთში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 156.725 მჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2010 წლის 8 იანვრის № 05/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2010 წლის 8 იანვრის № 05/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს შპს ”ატრანს-ჯორჯიასთვის” ქ. ფოთში 156.725 მჰც სიხშირის მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
