წვდომის მენიუ

სსიპ ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 551 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 204864548) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/373-10, 11.11.10) ქ. თბილისში დეციმეტრულ  ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს” 407.800 მჰც და 413.000 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ;

2.   აღირიცხოს სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები