საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებებით, წარმოდგენილი “რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს (“ALAMAL BELLAH”, “SIBIRSKIY 2101”, “MOSAED 1”, “MIRAJ”, “HALA B”, “SEA WIND” და “MF ERKE”) ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ლიცენზი-ის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
მინიჭე-ბული სახმობი |
მინიჭებუ-ლი MMSI N |
Selective call |
|
1 |
1129 |
White Tower Shipping Co. |
“ALAMAL BELLAH” |
4LLK2 |
213 935 000 |
- |
|
2 |
1130 |
Seastar Maritime Ltd.. |
“SIBIRSKIY 2101” |
4LLM2 |
213 936 000 |
- |
|
3 |
1131 |
Uzmar Gemi Insa Sanayi Ve Ticaret A.S. |
“MOSAED 1” |
4LLN2 |
213 937 000 |
- |
|
4 |
1132 |
Miraj Maritime Ltd S.A |
“MIRAJ” |
4LLO2 |
213 938 000 |
- |
|
5 |
1133 |
Shady Shore Shipping Services S.A. |
“HALA B” |
4LLP2 |
213 939 000 |
- |
|
6 |
1134 |
Niger Management Corp |
“SEA WIND” |
4LLQ2 |
213 940 000 |
- |
|
7 |
1135 |
Pastel Holdings Ltd |
“MF ERKE” |
4 LLR2 |
213 941 000 |
- |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
