წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 557 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 10 დეკემბრის №71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის №71 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-10 საკითხი (შპს ”ატას” სანქცირების შესახებ) კომისიის მ/წლის 17 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. კომისიის 2010 წლის 10 დეკემბრის №71 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011  წლის  ბიუჯეტის განხილვის შესახებ (მომხს. ი. აბულაძე);

ბ) „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);

გ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);

2. კომისიის 2010 წლის 10 დეკემბრის №71 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები