შპს „სტუდია მაესტროსათვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 564 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 8 ოქტომბრის №461/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”სტუდია მაესტრო”.

    ამავე გადაწყვეტილებით, შპს „სტუდია მაესტროს“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 4,028.16 (ოთხი ათას ოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის 30%-ს - 1,208.45 (ათას ორას რვა  ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 403.00 (ოთხას სამი) ლარი ანუ 805.45 (რვაას ხუთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 806.00 (რვაას ექვსი ლარი) ლარი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „სტუდია მაესტროს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობლობის №F80 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 10104 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - სტუდია (ფოთის ქ. №15/6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ა.ბ) 10482 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: სტუდია (ფოთის ქ. №15/6) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 1 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 10 დეკემბრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2011 წლის 10 დეკემბრამდე;

ე) შპს „სტუდია მაესტრო“ ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებული  რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,819.16 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,819.16 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 იანვრამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 თებერვლამდე

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 მარტამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 აპრილამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 მაისამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 ივნისამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 ივლისამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 აგვისტომდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 სექტემბრამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 ოქტომბრამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 ნოემბრამდე;

234.93 ლარი    -   2011 წლის 10 დეკემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „სტუდია მაესტროსათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა გ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                       ი.ჩიქოვანი                

კომისიის წევრი                                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                             კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები