შპს „ინფოტელსა” და შპს ”ახტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N38 და №N17 ლიცენზიების გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ინფოტელმა“ (11.10.2010 №6/3406-10) და წარმოუდგინა შპს ”ახტელთან” 2010 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს „ინფოტელის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N38 და №N17 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახტელისათვის” გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინფოტელი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N38 და №N17 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N38 ლიცენზია:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 190XXX-191XXX;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 18 აპრილამდე;
გ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N17 ლიცენზია:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-9 (რვა-ერთი-ცხრა);
ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს №379/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 29 ივლისამდე;
დ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის №10/1213-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი. შპს „ინფოტელი“ ფლობს 2000 სააბონენტო ნომერს ქ.თბილისში, რაც ქ.თბილისში არსებული შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის (800000 სააბონენტო ნომრის) 0.25%-ს შეადგენს. შპს „ახტელი“ ფლობს 69000 სააბონენტო ნომერს ქ.თბილისში, რაც ქ.თბილისში არსებული შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის (800000 სააბონენტო ნომრის) 8.625%-ს შეადგენს. შპს „ინფოტელის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსის შპს „ახტელზე“ გადაპირების შემთხვევაში შპს „ახტელი“ გახდება ნუმერაციის რესურსის 71000 სააბონენტო ნომრის მფლობელი, რაც ქ.თბილისში არსებული ნუმერაციის რესურსის 8.875% შეადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „ინფოტელის“ მიერ შესრულებულია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის სალიცენზიო ვალდებულება, კერძოდ, კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს №379/6 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2010 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, რასაც ადასტურებს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 22 ნოემბრის №10/1225-10 სამსახურებრივი ბარათი. კერძოდ, შპს „ინფოტელს“ კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს №379/6 გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გადაეხადა 19,418.00 (ცხრამეტი ათას ოთხას თვრამეტი) ლარი, 2010 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით გადახდილი აქვს 15,102.50 (თხუთმეტი ათას ას ორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, შპს „ახტელი“გახდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N17 და №N38 ლიცენზიების მფლობელი და შესაბამისად, მასზე, როგორც ლიცენზიის მფლობელზე გადადის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N17 და №N38 ლიცენზიებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის კომისიის 2003 წლის 1 აგვისტოს N379/6 გადაწყევტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით. ამავე დროს კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებლებისა და შპს „ინფოტელთან” ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების გათვალისწინებით, შპს „ახტელს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს აბონენტებისა და ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის შპს „ინფოტელის“ მიერ გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ინფოტელის” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N38 და №N17 ლიცენზიების შპს „ახტელზე“ გადაპირება და შპს „ახტელისათვის“ ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N38 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 190XXX-191XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 18 აპრილამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
დ) შპს „ახტელი“ ვალდებულია შპს „ინფოტელის“ აბონენტებისა და მასთან სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „ინფოტელის“ მიერ გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირობებით და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N17 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახტელი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-1-9 (რვა-ერთი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 29 ივლისამდე
გ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N17 ლიცენზიისთვის გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დარჩენილი ნაწილის 4,315.00 (ოთხი ათას სამას თხუთმეტი) ლარის საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
2,157.5 ლარი - 2011 წლის 29 აგვისტომდე;
2,157.5 ლარი - 2012 წლის 29 აგვისტომდე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადაში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ე) შპს „ახტელი“ ვალდებულია შპს „ინფოტელის“ აბონენტებისა და მასთან სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს შპს „ინფოტელის“ მიერ გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირობებით და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ინფოტელისა” და შპს “ახტელისათვის“ ჩაბარების დღიდან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა), დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია), ხოლო კონტროლი მე-2 პუნქტის გ) პუნქტზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა, დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი