საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 17, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია კომისიის მუშაობის განვლილი პერიოდისა და 2010 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, სადაც ასახულია მიმდინარე ეტაპზე კომისიის ფუნქციონირების სრულყოფისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯები.
2011 წლის სავარაუდო ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 5,805,500.00 ლარით.
კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვითი ნაწილის მუხლებში ისევე, როგორც 2009-2010 წლების კომისიის ბიუჯეტში, კვლავ ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები შრომის ანაზღაურების ხარჯების ჩათვლით. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონების თანახმად, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან, აპარატისგან დამოუკიდებლად, ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი ნაწილია, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, კომისიის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში გათვალისწინებულია „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154 მუხლის მოთხოვნები.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია, ასევე, კომისიის აპარატის შრომის ანაზღაურებაზე გასანაწილებელი თანხა, რომელიც მოწვეული სპეციალისტების და კომისიის აპარატის თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, 2010 წელთან შედარებით გაიზარდა 436,800.00 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების ხარჯების გარეშე).
მნიშვნელოვანი ცვლილებებია აგრეთვე კომისიის ბიუჯეტის სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯების მუხლში, რომელიც გამოწვეულია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ გასაწევი, კომისიისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კვლევების დასაფინანსებლად.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნორმალური და შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისიამ შეიმუშავა 2011 წლის კომისიის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ასახულია კომისიის აუცილებელი ხარჯები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის 2011 წლის ბიუჯეტი, თანდართული სახით:
|
შემოსავლები |
|
|
წლიური შემოსავალი |
5,400,000,00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
645,000,00 |
|
სულ შემოსავალები |
6,045,000,00 |
|
|
|
|
ხარჯები |
|
|
ძირითადი საშუალებების შეძენა |
200,000.00 |
|
საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების ხარჯები |
48,000,00 |
|
კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯი |
180,000,00 |
|
ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯები |
155,800,00 |
|
მივლინების ხარჯები |
120,000,00 |
|
საბანკო მომსახურების ხარჯები |
10,000,00 |
|
კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების, კვალიფიკაციის ამაღლების, საექსპერტო მომსახურებისა და სხვა ხარჯები |
25,000,00 |
|
სხვადასხვა საწევრო გადასახადები |
20,000,00 |
|
სამეცნიერო-კვლევითი და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯები |
800,000,00 |
|
სხვა საერთო ხარჯი |
140,000,00 |
|
წარმომადგენლობითი ხარჯები |
20,000,00 |
|
მიმდინარე რემონტის ხარჯები |
60,000,00 |
|
შრომის ანაზღაურება |
3,264,000,00 |
|
სახ.ბიუჯეტის ანარიცხები |
652,800,00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები |
10,000,00 |
|
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების და სახ.ბიუჯეტის ხარჯები. |
99,900,00 |
|
|
|
|
სულ ხარჯები |
5,805,500,00 |
|
|
|
|
ფონდებზე გასანაწილებელი თანხა |
239,500,00 |
|
ფინანსური რეზერვის ფონდი |
119,750,00 |
|
პრემირების ფონდი |
119,750,00 |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს ( ი. აბულაძე ).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი
|
ი. მოსეშვილი |
