წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების ანგარიშის განხილვისა და ინფორმაციის საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შ

ნომერი: 568 / 21

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 10, 2010

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ი. ხარებავას მიერ წარმოდგენილი ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ” კომისიის ანგარიშის პროექტი (თან ერთვის);

2. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ”;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები