წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 სექტემბერის №435/23 და 2010 წლის 5 ნოემბრის №491/23 გადაწყვეტილებებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტის, კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებებ

ნომერი: 569 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 24, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიამ 2010 წლის 17 სექტემბერის მიიღო  №435/23 გადაწყვეტილება ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

გადაწყვეტილების მიხედვით საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2010 წლის 5 ნოემბერს, 16.00 საათზე.

ვინაიდან, დანახარჯების განაწილების მოდელის საბოლოო ვარიანტის შემუშავების პროცესში შესაძლოა აუცილებელი გამხდარიყო კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულება) ზედა ზღვრული ტარიფის ცვლილება, ამავე დროს კომისიაში შემოსული იყო შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნა ( №10/174-7, 16.09.2010 და №10/191-10, 11.10.2010 წერილები), მობილური საკომუნიკაციო მომსახურების აქციზით დაბეგვრის შემოღების გამო ურთიერთჩართვის არსებული ტარიფის გაზრდის შესახებ, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნითაც.

    შესაბამისად, 2010 წლის 5 ნოემბრის №491/23 გადაწყვეტილებით:

1. დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;  საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2010 წლის 6 დეკემბერს 16:00 საათზე;

2. გადაიდო ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით  კომისიის 2010 წლის 17 სექტემბრის №435/23  გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის სხდომა; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2010 წლის 6 დეკემბერს 16:00 საათზე.

     2010 წლის 6 დეკემბერს ზემოაღნიშნულ ორ საკითხზე კომისიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელიც განმეორებით ჩატარდა 2010 წლის 13 დეკემბერს.

            ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ განიხილა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის შუამდგომლობა, მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისთვის მობილური კომპანიებისაგან მიღებული ინფორმაციის დაზუსტების, გარემოებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევისა მიზნით, კვლევისა და ანალიზისათვის დამატებითი დროის განსაზღვრის თაობაზე.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ვინაიდან, 2010 წლის 17 სექტემბრის  №435/23 და 2010 წლის 5 ნოემბრის №491/23 გადაწყვეტილებებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების 3 თვიანი ვადა იწურება 2010 წლის 17 დეკემბერს, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვის მიზნით, უნდა შეწყდეს კომისიის 2010 წლის 17 სექტემბერის  №435/23 და  5 ნოემბრის №491/23 გადაწყვეტილებებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები და ახლიდან უნდა დაიწყოს იგივე საკითხებზე ახალი საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და  IX თავების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2010 წლის 17 სექტემბერის  №435/23 და 2010 წლის 5 ნოემბრის №491/23 გადაწყვეტილებების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები;

2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 12 იანვარს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით;

5. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 12 იანვარს 16:00 საათზე, მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

6. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

7. გადაწყვეტილება, პირველი პუნქტის გარდა, ცალკე გასაჩივრდებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების პირველი პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები