წვდომის მენიუ

შპს „რეალტივი საქართველოსთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 582 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 27, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 ნოემბრის №502/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”რეალტივი საქართველო”.

    ამავე გადაწყვეტილებით, შპს „რეალტივი საქართველოს“, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 4,028.16 (ოთხი ათას ოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის 30%-ს - 1,208.45 (ათას ორას რვა  ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 383.62 (სამას ოთხმოცდასამი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი ანუ 824.83 (რვაას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რეალტივი საქართველოს“ მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 824.83 (რვაას ოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „რეალტივი საქართველოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F81 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) 10422 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - სტუდიამდე (გორგასლის მე-3 შესახვევი №15); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;

ა.ბ) 10530 მჰც ± 14 მჰც; (მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 5 ვატამდე;

ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 17 დეკემბრამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2011 წლის 17 დეკემბრამდე;

ე) შპს „რეალტივი საქართველო“ ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებული  რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 იანვრამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 თებერვლამდე

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 მარტამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 აპრილამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 მაისამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 ივნისამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 ივლისამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 აგვისტომდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 სექტემბრამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 ოქტომბრამდე;

234.97 ლარი    -   2011 წლის 17 ნოემბრამდე;

235.04 ლარი    -   2011 წლის 17 დეკემბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „რეალტივი საქართველოსათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა გ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                       ი.ჩიქოვანი                

კომისიის წევრი                                                                                             ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                             ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები