წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 586 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2010

              საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-09/23902, 23.11.10.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის SYMFEROPOL – 89.70 MHz (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია)  მინიჭებული სიხშირის კოორდინაციის შესახებ.

            “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის SYMFEROPOL – 89.70 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (№ 11.3-09/23902, 23.11.10.) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი,  დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.      გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები