ი/მ „რომან გოგობერიშვილსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2011
მიღების თარიღი დეკემბერი 24, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ „რომან გოგობერიშვილმა“ (03.12.2010 №7/411-10) და წარმოუდგინა შპს ”ახალ ქსელებთან” 2010 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახალი ქსელებისთვის” გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის №589/5 გადაწყვეტილების საფუძველზე ი/მ „რომან გოგობერიშვილი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 98XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაწყება გადაპირებისთანავე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი“.
კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის 2010 წლის 9 დეკემბრის №10/1274-10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „რომან გოგობერიშვილი“ ფლობს 2,000 სააბონენტო ნომერს ქ. ქუთაისში, რაც ქ.ქუთაისში არსებული შასაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის (80000 სააბონენტო ნომრის) 2.5%-ს შეადგენს. შპს „ახალი ქსელები“ ფლობს 40,000 სააბონენტო ნომერს ქ. ქუთაისში, რაც ქ.ქუთაისში არსებული შასაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის (80000 სააბონენტო ნომრის) 50%-ს შეადგენს. ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ კუთვნილი ნუმერაციის 1,000 სააბონენტო ნომრის შპს „ახალ ქსელებზე“ გადაპირების შემთხვევაში შპს „ახალი ქსელები“ გახდება ნუმერაციის რესურსის 41000 სააბონენტო ნომრის მფლობელი, რაც ქ. ქუთაისში არსებული ნუმერაციის რესურსის 51.25%-ს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი გადაპირების დამტკიცების შემთხვევაში შპს „ახალი ქსელები“ გახდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 50 პროცენტზე მეტის მფლობელი ქ. ქუთაისში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესების” მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით სისტემური რისკ-ფაქტორების შეფასება განხორციელებულ უნდა იქნას მსურველი პირების მხრიდან ამ რესურსებზე პოტენციური მოთხოვნის, ამოწურვადი რესურსების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის, ამ რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეზე მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნის ზრდის ფაქტორების გაანალიზებით”. კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელების” მიერ ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსის 51.25%-ს ფლობა (ანუ დამატებითი 1000 სააბონენტო ნომერი) ვერ გახდება კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორი, არ შექმნის ბაზარზე შესვლის რაიმე სისტემურ დაბრკოლებას და არ ეწინააღმდეგება ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესების” მე-20 მუხლის მე-4 პუნქტში ასახულ მიზნებს.
კომისია დამატებით მიუთითებს კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №287/8 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თანხმობა მისცა სს „სილქნეტს“ მონაწილეობა მიეღო კომისიის 2009 წლის 3 ივლისის №287/8 გადაწყვეტილებით, ქ.თბილისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში სს „სილქნეტი“ გახდებოდა შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 50.13%-ს მფლობელი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე: დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გადაპირების შემთხვევაში, შპს „ახალი ქსელები“ გახდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიის მფლობელი და შესაბამისად, მასზე, როგორც ლიცენზიის მფლობელზე გადადის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები. შესაბამისად, მომხმარებლებისა და ი/მ „რომან გოგობერიშვილთან“ ურთიერთჩართული ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვის მიზნით შპს „ახალ ქსელებს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება წყვეტის გარეშე მომსახურების მიწოდებისა და აბონენტებისა და მასთან ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ მიერ გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების პირობებითა და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიის შპს „ახალ ქსელებზე“ გადაპირება და შპს „ახალი ქსელებისათვის“ ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N163 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 98XXX (სულ 1,000 სააბონენტო ნომერი) ქ.ქუთაისში ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;
გ) ნუმერაციის რესურსით პრაქტიკული საქმიანობის დაწყება გადაპირებისთანავე;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, აგრეთვე ნუმერაციის ერთიან სისტემაზე საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებული N355 დადგენილების შესაბამისად საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით განსაზღვრულ ვადებში გადასვლისთანავე, საკუთარი ხარჯებით, შესაბამისობაში მოიყვანოს ქსელის ნუმერაციის სისტემა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ე) შპს „ახალი ქსელები“ ვალდებულია ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ აბონენტებისა და მასთან სხვა ურთიერთჩართული ავტორიზებული პირებისათვის მომსახურების მიწოდება წყვეტის გარეშე განახორციელოს ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ მიერ გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირობებით და ტარიფებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ი/მ „რომან გოგობერიშვილისა“ და შპს “ახალი ქსელებისათვის“ ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა ბ) ქვეპუნქტისა), დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია).
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), გ), დ) და ე) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი