წვდომის მენიუ

შპს ”თბილისის რელსშესადუღებელი ქარხნისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 604 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს  ”თბილისის რელსშესადუღებელმა ქარხანამ” (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 208147370)  კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/388-10, 19.11.10)  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება შპს  ”თბილისის რელსშესადუღებელი ქარხნის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”თბილისის რელსშესადუღებელ ქარხანას” 441.775 მჰც და 446.825 მჰც სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს  ”თბილისის რელსშესადუღებელი ქარხნისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  ”თბილისის რელსშესადუღებელი ქარხნისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ”თბილისის რელსშესადუღებელი ქარხნისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები