წვდომის მენიუ

შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 606 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობამ საქართველოში”  (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 404877772)  კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/391-10, 22.11.10)  ქ. გორში და ქ. თელავში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობსაძიები სამუშაოების ჩატარების პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობის საქართველოში” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობას საქართველოში” 151.000 მჰც, 151.050 მჰც, 153.050 მჰც, 153.200 მჰც, 153.300 მჰც და 153.325 მჰც სიხშირეები ქ. გორში და ქ. თელავში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობისთვის საქართველოში” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობისთვის საქართველოში”  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობისთვის საქართველოში”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები