წვდომის მენიუ

შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 607 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 31, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 203855186) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/437-10, 23.12.10)  ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებს და დისპეტჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ იქნება მესამე პირზე გასხვისებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს  ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურს”   413.450 მჰც და 418.850  მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში  ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი. ჩიქოვანი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები