წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 08 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 72 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2010

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის N 08 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-19 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      გადაიდოს N 08 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ) განხილვა კომისიის  მ/წლის 19 თებერვლის 16:00 საათზე;

2. კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის N 08 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე            

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი     

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი     

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები