წვდომის მენიუ

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 73 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 8/10-10, 21.01.10.წ) საქართველოს ტერიტორიაზე სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიას საქართველოში 151.175 მჰც, 157.175 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში; 152.575 მჰც, 158.675 მჰც სიხშირეები ქ. ფოთში; 152.375 მჰც, 158.875 მჰც, 151.400 მჰც, 157.800 მჰც სიხშირეები ქ. ზუგდიდში; 150.300 მჰც, 156.450 მჰც სიხშირეები სოფ. ბაზალეთში; 150.175 მჰც, 156.875 მჰც სიხშირეები ქ. გორში და 152.775 მჰც, 154.500 მჰც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები