წვდომის მენიუ

შპს ”იორის ველი ნავთობი და გაზისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 3 ივლისის № 272/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 75 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს  ”იორის ველი ნავთობი და გაზმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს. კ. № 208148798)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/40-10; 02.02.10)  ქ. თბილისში  მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში 151.300 მჰც, 156.300 მჰც, 440.900 მჰც და 450.800 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის  3 ივლისის  № 272/13  გადაწყვეტილებით.  

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 3 ივლისის  № 272/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს  ”იორის ველი ნავთობი და გაზისთვის” ქ. თბილისში 151.300 მჰც, 156.300 მჰც, 440.900 მჰც და 450.800 მჰც  სიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  ”იორის ველი ნავთობი და გაზისთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები