წვდომის მენიუ

შპს ”ჯითიესისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 76 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯითიესმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 211349913)  კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/29-10; 22.01.10)  საქართველოს მთელ ტერიტორიებზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია კომპანიის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ჯითიესის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ჯითიესს” 407.750 მჰც, 417.650 მჰც სიხშირეები ქ. თბილისსა და ქ. მცხეთაში, ხოლო 146.675 მჰც, 146.725 მჰც, 151.750 მჰც, 151.800 მჰც სიხშირეები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”ჯითიესისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯითიესისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯითიესისთვის”    ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები