წვდომის მენიუ

ი/მ ”გია კაპანაძისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 8 იანვრის № 16/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 86 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 19, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, ი/მ ”გია კაპანაძემ” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის  საგადასახადოს ინსპექციის მიერ, № 102269331)    კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/52-10; 10.02.10)  ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 414.775 მჰც და 421.075 მჰც  სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2010 წლის  8 იანვრის  № 16/13  გადაწყვეტილებით.  

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2010 წლის 8 იანვრის  № 16/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  ი/მ  ”გია კაპანაძისთვის”  ქ. თბილისში 414.775 მჰც და 421.075 მჰც  სიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”გია კაპანაძისთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები