შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანიმ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 205280845) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/39-10, 02.02.10) ქ. თბილისში, გარდაბნისა და საგარეჯოს რაიონებში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობის მოპოვების პროცესში, კომპანიის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანის” 151.300 მჰც, 156.300 მჰც, 440.900 მჰც, 450.800 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, გარდაბნისა და საგარეჯოს რაიონებში, ხოლო 151.375 მჰც, 151.625 მჰც, 151.925 მჰც, 158.400 მჰც, 159.750 მჰც, 164.875 მჰც, 442.875 სიხშირეები გარდაბნისა და საგარეჯოს რაიონებში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯინდალ პეტროლეუმ ოფერეითინგ ქომფანისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
