წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 93 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N 10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N 10 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასა” და შპს ”სტერეო +”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № 37 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

2. კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის N 10 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                      

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი    

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი    

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები