უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 09, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს” 408.500 მჰც და 415.300 მჰც სიხშირეები, ახალციხისა და გარდაბნის რაიონებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი
4. საქართველოსთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
