საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2011
მიღების თარიღი იანვარი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 06 იანვრის №01 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 06 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 22 მარტის № 144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ნ. ჯანელიძე);
2. კომისიის 2011 წლის 06 იანვრის №01 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი
|
ი. მოსეშვილი |
