სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2011
მიღების თარიღი იანვარი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/428-10, 20.12.10), მოკლეტალღოვან დიაპაზონში, 4მჰც, 5მჰც, 6მჰც და 8მჰც სიხშირეთა ფარგლებში, 3კჰც სიგანის სიხშირული ზოლების მინიჭების მოთხოვნოთ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მოკლეტალღოვან დიაპაზონში სიხშირული ზოლები ესაჭიროება, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ”ტელეკომუნიკაციის” პროგრამით მომდინარე სასწავლო პროცესის თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე წარმართვის მიზნით, რეალურ პირობებთან მიახლოვებული ლაბორატორიული დანიშნულების მოკლეტალღოვანი სამსახურებრივი კავშირის ხაზის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორია - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორია) აგებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტისთვის მოკლეტალღოვან დიაპაზონში შერჩეულ იქნა 4017.0კჰც, 5737.0კჰც და 8167.0კჰც სიხშირეები, თითოეული ზოლის სიგანით 3კჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივრსიტეტის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 4017.0კჰც, 5737.0კჰც და 8167.0კჰც სიხშირეები, თითოეული ზოლის სიგანით 3კჰც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიებს შორის, ლაბორატორიული დანიშნულების მოკლეტალღოვანი სამსახურებრივი კავშირის ხაზის ფუნქციონირებისთვის, ერთი წლის ვადით არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
