შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 13, 2011
მიღების თარიღი იანვარი 06, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №524/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ივერია ინტერ-მედია”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ივერია ინტერ-მედიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 4,028.16 (ოთხი ათას ოცდარვა ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის 30%-ს - 1,208.45 (ათას ორას რვა ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარს გამოკლებული კომისიის ანგარიშზე ბეს სახით გადახდილი 384.00 (სამას ოთხმოცდაოთხი ლარი) ლარი ანუ 824.45 (რვაას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია ინტერ-მედიას” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 824.45 (რვაას ოცდაოთხი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ივერია ინტერ-მედიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 10453 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მ/რ, 1 კვ. 3ა კორპუსი) - დიდსერის გორაზე (კუს ტბის თავზე) მდებარე შპს „მობილფონის“ ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;
ა.ბ) 10191 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: დიდსერის გორაზე (კუს ტბის თავზე) მდებარე შპს „მობილფონის“ ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2021 წლის 6 იანვრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2012 წლის 6 იანვრამდე;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
234.97 ლარი - 2011 წლის 06 თებერვლამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 მარტამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 აპრილამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 მაისამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ივნისამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ივლისამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 აგვისტომდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 სექტემბრამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ოქტომბრამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ნოემბრამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 დეკემბრამდე;
235.04 ლარი - 2012 წლის 06 იანვრამდე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „ივერია ინტერ-მედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა გ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
