წვდომის მენიუ

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 102 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2011

მიღების თარიღი მარტი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიამ”  (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №202906427) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/62-11, 09.02.11) ქ. თბილისში  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ბანკის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიას”  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიას”  სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.      კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”ვითიბი ბანკი ჯორჯიასთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                          ი. ჩიქოვანი   

            კომისიის წევრი                                                                                                         კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                         ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები