„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტა
გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2011
მიღების თარიღი მარტი 07, 2011
საქართველოს კომუნიაკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 4 თებერვლის N41/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით.
ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 7 მარტის 16 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომის დანიშვნისთანავე ვერ მოესწრო დადგენილების პროექტის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისთვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064-ე მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირების მონაწილეობისა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაიდოს ზეპირი მოსმენის სხდომა 2011 წლის 18 მარტს 16:00 საათზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1064-ე, 110-ე და 118-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გადაიდოს „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომა 2011 წლის 18 მარტის 16:00 საათზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით.
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
