წვდომის მენიუ

შპს ”მეგარონისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 114 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2011

მიღების თარიღი მარტი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”მეგარონმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის  საგადასახადოს ინსპექციის მიერ, № 205008882)  კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/72-11, 16.02.11) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია კომეციული ფართების გაქირავების პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”მეგარონის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს ”მეგარონს”  405.525  მჰც და 410.825 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს ”მეგარონისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მეგარონისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”მეგარონისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                             ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                             ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები