წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 4 თებერვლის №42/23 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 121 / 22

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2011

მიღების თარიღი მარტი 11, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2011 წლის 4 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №42/23, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სათაურში და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ,,ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის დადგენილების ნომრად მითითებული ,,№5”-ის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს ,,№10”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გასწორდეს კომისიის 2011 წლის 4 თებერვლის №42/23 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სათაურსა და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ,,ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის დადგენილების ნომრად მითითებული ,,№5”  შეიცვალოს ,,№10”-ით და შემდგომ, როგორც ტექსტშია;

2.  კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ვებ გვერდზე (www.gncc.ge);

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

4.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე, გარდა მე-2 პუნქტისა,  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                         ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                        კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                        ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                        ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები