სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილიში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2011
მიღების თარიღი მარტი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 4 თებერვლის N40/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ. თბილისში 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომერზე. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობად განისაზღვრა 2,000.00 (ორი ათასი) ლარი, ხოლო ბიჯმა შეადგინა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტი დამრგვალებული მთელ რიცხვამდე ანუ 100 (ასი) ლარი;
სალიცენზიო პირობებად დადგინდა:
ა) 2162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;
ბ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურება გაწიოს 162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით;
დ) ლიცენზიის აღების შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 18 მარტი 13:00 საათი, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად, 2011 წლის 28 თებერვლის17:00 საათი.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში არც ერთ ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ჩაშლილად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 4 თებერვლის N40/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებული აუქციონი, 2162XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
