საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 15 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 28, 2011
მიღების თარიღი მარტი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 18 მარტის №15 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2011 წლის 18 მარტის №15 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–7 (შპს „ტვ თამარისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე), მე–9 (შპს „TV ერა“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) და მე–10 (შპს „MINDA“–სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) საკითხები მ/წლის 25 მარტის კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში შპს „ტვ თამარის“ (N6/1040-11, 17.03.11) და შპს „TV ერას“ (N6/1077-11, 18.03.11) შუამდგომლობების, ხოლო შპს „MINDA“–სთვის შპს „საქართველოს ფოსტიდან“ საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების არარსებობის საფუძველზე;
2. კომისიის 2011 წლის 18 მარტის №15 სხდომის დღის წესრიგი დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის ნუმერაციის რესურსის მონიჭების თაობაზე (მომხს. მ.გოთოშია);
ბ) შპს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ნუმერაციის რესურსის მონიჭების თაობაზე (მომხს. მ გოთოშია).
3. კომისიის 2011 წლის 18 მარტის №15 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა. სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი
|
ი. მოსეშვილი |
