საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2011
მიღების თარიღი მარტი 18, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (25.11.2010 №3/182-10) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს ტერიტორიაზე, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის - 0008 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც მას ესაჭიროება ე.წ. ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, კომისიის 2009 წლის 25 სექტემბრის №468/7 გადაწყვეტილებით, ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 0008 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2010 წლის 25 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა. ამასთან „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების №3 დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ცხელი ხაზისათვის განსაზღვრულია ნუმერაციის რესურსი 140X და 150X ფორმატით, რომელიც ამავე დებულების მე-11 მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს ენიჭებათ უვადოდ.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან“ გამომდინარე, ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ მიანიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნუმერაციის რესურსი 1-4-0-1 (ერთი-ოთხი-ნული-ერთი) საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაძლებელია მიენიჭოს უფლება ზემოაღნიშნული მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-0-8 (ნული-ნული-ნული-რვა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 და №4 დანართების, ასევე მე-11 მუხლის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნუმერაციის რესურსი - 1-4-0-1 (ერთი-ოთხი-ნული-ერთი) ცხელი ხაზის ორგანიზებისათვის, უვადოდ, 2011 წლის 18 მარტიდან, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-4-0-1 (ერთი-ოთხი-ნული-ერთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა (ცხელი ხაზის ორგანიზება) განახორციელოს 0-0-0-8 (ნული-ნული-ნული-რვა) ნუმერაციის რესურსით;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
