საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის № 16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2011
მიღების თარიღი მარტი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 25 მარტის №16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 საკითხი (სს „გლობალ ერთის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N16 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) განხილვა გადაიდოს მ/წლის 29 მარტის სხდომაზე, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, სს ”გლობალ ერთის” შუამდგომლობის საფუძველზე;
2. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგი დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
ბ) სს „ინფოჯორჯია XXI“-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ. გოთოშია);
3. კომისიის 2011 წლის 25 მარტის №16 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა. სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი
|
ი. მოსეშვილი |
