წვდომის მენიუ

№B76 ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 14 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 10, 2011

მიღების თარიღი იანვარი 21, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ №B76 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და  საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2010 წლის 17 დეკემბრის N583/22 გადაწყვეტილების შესაბამისად,  თანხმობა მიეცა შპს ”ქისს ეფ ემს”, კომპანიის კუთვნილი  №B76 ლიცენზიის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” გადაცემაზე და ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო №B76 ლიცენზიის მოდიფიცირების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, აღნიშნული ლიცენზიის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 21 იანვრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვრა ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ №B76 ლიცენზია გაცემულ იქნა კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N215/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;     

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

 

N

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძლავრე კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ

FM

1

თბილისი

1

თბილისის ანძა

44E47;41N41

100

97.1

1

წრიული

25

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა (საერთო თუ სპეციალიზებული მაუწყებლობა) ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად და მაუწყებელთაგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე, 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განახორციელა საკაბელო საერთო ტელერადიოკომპანიების ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელებული მოდიფიცირება არ შეხებია №B76 ლიცენზიას, ვინაიდან კომისიაში ლიცენზიის იმ დროინდელი მფლობელის, შპს „ქის ეფ ემის“ მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა ლიცენზიის მოდიფიცირების, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და ლიცენზიის სახისა და სახეობის დაზუსტების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მომავლის რეკლამამ” კომისიას მიმართა 2011 წლის 03 იანვარს (წერილი №7/02-11) და მოითხოვა კუთვნილი  №B76 ლიცენზიის კერძო სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობის ლიცენზიად მოდიფიცირება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის        მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერი ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა,  2005 წლის  8 აპრილის N215/1 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიის სახისა და სახეობის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება შპს „მომავლის რეკლამის“ კუთვნილი №B76 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან ლიცენზიით გათალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) ცვლილებას. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში №B76 ლიცენზია, სხვა სამაუწყებლო ლიცენზიების მსგავსად, მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2010 წლის 21 იანვრის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს „მომავლის რეკლამის“ №B76 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს №B76 ლიცენზიის მოდიფიცირება მისი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 8 აპრილის N215/1 გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე  მუხლის მე-4 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის, 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად                                                                          

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის  8 აპრილის N215/1 გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;     

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

N

ქალაქი

სამაუწყებლო ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძლავრე

კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყებლო ზონის საშ.რად კმ

FM

1

თბილისი

1

თბილისის ანძა

44E47;41N41

100

97.1

1

წრიული

25

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 08 აპრილამდე;“

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს ”მომავლის რეკლამისთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები