შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 05, 2011
მიღების თარიღი მარტი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-მ (რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 404877772) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № 774-11, 17.02.11 და № 7/109-11, 16.03.11) კასპის, გორის, ხაშურის, თელავის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კომისიის № 606/13 (31.12.10) გადაწყვეტილებით შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-ს უკვე მინიჭებული აქვს სიხშირეები თელავის და გორის მუნიციპალიტეტებში. ამდენად კომისია განიხილავს სიხშირეების მინიჭებას მხოლოდ კასპის, ხაშურის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობსაძიებო სამუშაოების ჩატარების პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-ს მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-ს 151.000 მჰც, 151.050 მჰც, 153.050 მჰც, 153.200 მჰც, 153.300 მჰც და 153.325 მჰც სიხშირეები კასპის, ხაშურის, გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-სთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ალფაგეო ინტერნეიშენელ ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში”-სთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
