წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1, №534/1, №536/1, 2006 წლის 02 ივნისის №238/2 და 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შეს

ნომერი: 151 / 2

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 08, 2011

მიღების თარიღი მარტი 29, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 25 თებერვლის №97/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1, №534/1, №536/1, 2006 წლის 02 ივნისის №238/2 და 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2011 წლის 29 მარტის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N6/735-11 21.02.2011წ.) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72  ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად ლიცენზიათა მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს ”მაგთიკომი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს:

ა) № N5 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 39 284 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) სააბონენტო ნომერს.

ბ) № N7 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 220 417 (ორას ოცი ათას ოთხას ჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერს.

გ) № N8 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 369 307  ( სამას სამოცდაცხრა ათას სამას შვიდი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N59 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან  – 643 317 (ექვსას ორმოცდასამი ათას სამას ჩვიდმეტი ) სააბონენტო ნომერს;

ე) № N60 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 589 275 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას ორას სამოცდათხუთმეტი) სააბონენტო ნომერს;

ვ) № N72 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან – 206 636 (ორას ექვსი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსთა განშლები, ლიცენზიის ნომრებისა და შპს ”მაგთიკომის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 5 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-6 (რვა-ცხრა-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-6 (ხუთი-ცხრა-ექვსი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 26.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N7 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №536/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-1 (რვა-ხუთი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-5-1 (ხუთი-ხუთი-ერთი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 26.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 8 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №534/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-5 (რვა-ცხრა-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-5 (ხუთი-ცხრა-ხუთი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 26.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N59 ლიცენზიას, 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი 8-9-9 (რვა-ცხრა-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-9 (ხუთი-ცხრა-ცხრა) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ.ბ. ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

ბ.გ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.07.2016 წ-მდე;

ბ.დ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N60 ლიცენზიას, კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 8-9-8 (რვა-ცხრა-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-8 (ხუთი-ცხრა-რვა) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ.ბ ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

ბ.გ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.05.2019 წ-მდე;

ბ.დ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N72 ლიცენზიასკომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №354/1გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-1 (რვა-ცხრა-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის,  ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან  - 5-9-1 (ხუთი-ცხრა-ერთი) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 11.08.2016 წ- მდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

     საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 29 მარტის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა შპს “მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72  ლიცენზიების მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე განხორციელდეს აღნიშნული ლიცენზიების მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1, №534/1, №536/1, 2006 წლის 02 ივნისის №238/2 და 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებებში  ცვლილებების შეტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N5 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-6 (რვა-ცხრა-ექვსი) სულ 39 284 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-6 (ხუთი-ცხრა-ექვსი) სულ 39 284 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

2. კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

3.  კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:

”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

4. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N7 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №536/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-1 (რვა-ხუთი-ერთი) სულ 220 417 (ორას ოცი ათას ოთხას ჩვიდმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან -  5-5-1 (ხუთი-ხუთი-ერთი) სულ 220 417 (ორას ოცი ათას ოთხას ჩვიდმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

5. კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №536/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

6.  კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №536/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:

”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

7. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N8 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №534/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-5 (რვა-ცხრა-ხუთი) სულ 369 307  ( სამას სამოცდაცხრა ათას სამას შვიდი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-5 (ხუთი-ცხრა-ხუთი) სულ 369 307 (სამას სამოცდაცხრა ათას სამას შვიდი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

8. კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №534/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

9.  კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №534/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:

”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

10. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N59 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ.ა ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი 8-9-9 (რვა-ცხრა-ცხრა) სულ 643 317 (ექვსას ორმოცდასამი ათას სამას ჩვიდმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-9 (ხუთი-ცხრა-ცხრა) სულ 643 317 (ექვსას ორმოცდასამი ათას სამას ჩვიდმეტი ) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობილობების იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

11. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

12. კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ბ1) ქვეპუნქტი:

”ბ1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ბ.ა.) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

13. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N60 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის  2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის  ბ.ა. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 8-9-8 (რვა-ცხრა-რვა) სულ 589 275 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას ორას სამოცდათხუთმეტი) დანართი N2-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX)  ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-8 (ხუთი-ცხრა-რვა) სულ 589 275 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას ორას სამოცდათხუთმეტი) დანართი N2-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

14. კომისიის  2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

15. კომისიის  2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ბ1) ქვეპუნქტი:

”ბ1) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ბ.ა.) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №2 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

16. მოდიფიცირდეს შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N72 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-1 (რვა-ცხრა-ერთი) სულ 206 636 (ორას ექვსი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის,  ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 5-9-1 (ხუთი-ცხრა-ერთი) სულ 206 636 (ორას ექვსი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) დანართი N1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;”

17. კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის);

18. კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ა1) ქვეპუნქტი:

”ა1) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №1 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

19.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მაგთიკომისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

20.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

21. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-19, მე-20 , 21-ე და 22-ე პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ.გოთოშია);

22.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-19 – 22-ე პუნქტებზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები