უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2011
მიღების თარიღი იანვარი 21, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ (საქართველო)” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.ნ. № 204992785) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/422-10, 14.12.10) გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიის (საქართველო)” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო)” სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბორჯომის რაიონების ტერიტორიაზე ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2011 წლის 21 იანვრის № 16/13 გადაწყვეტილების
დანართი
უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)” მინიჭებული სიხშირეების ჩამონათვალი
1). გარდაბნის რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
437.050 მგჰც 444.000 მგჰც
437.100 მგჰც 444.050 მგჰც
436.425 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
136.000 მგჰც
2). თეთრიწყაროს რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
445.275 მგჰც 452.050 მგჰც
445.325 მგჰც 452.100 მგჰც
445.375 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
131.650 მგჰც
3). ბორჯომის რაიონში:
- რადიოკავშირის ქსელების ფუნქციონირებისათვის
437.075 მგჰც 444.025 მგჰც
437.125 მგჰც 444.075 მგჰც
436.450 მგჰც
- აეროსანავიგაციო კავშირგაბმულობისათვის
135.200 მგჰც
